Tuesday, September 14, 2021

STEM სამზარეულო - ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი არაჩეულებრივი აქტივობების და დავალებების ბანკი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მშობლებმა და საინტერესოდ გაატაროთ ზაფხულში დრო შვილებთან და სამზარეულოში ბევრი საინტერესო ექსპერიმენტიც ჩაატაროთ 🙂 STEM სამზარეულო - არის წიგნი რომელიც ახალგაზრდა მკითხველს მეცნიერულად უხსნის სამზარეულოში ყოველდღიუარ მიმდინარე პროცესებს. წიგნი ყველასთვის საყვარელი გემრიელი კერძების მზადებისას მიმდინარე მეცნიერულ პროცესებს საინტერესოდ ხსნის და ასევე სახლის პირობებში სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებასაც ასწავლის მკითხველს. ძალიან ბევრი კარგი დავალების პირობაა, მოსწავლისთვის ნაცნობი სიტუაციები შეიძლება გამოყენებული იქნეს ახალი მასალი ახსნისა და კვლევითი უნარების განვითარებისთვის. გარდა იმისა რომ სასკოლო ცხოვრებაში მაწავლებლეს დაეხმარება საინტრესო გაკვეთილების დაგეგმვაში, მშობლებსაც გირჩევდით ზაფხულში გააკეთებინოთ ბავშვებს მსგავსი აქტივობები. https://www.stem-cookbook.com/categories?lan=geo&fbclid=IwAR1X-E8fqo8rvF3993DQe_4mLqj-vLhGuWWN0OWYTGIr3ZWqseFhyYX4bu8

STEM სამზარეულო - ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი არაჩეულებრივი აქტივობების და დავალებების ბანკი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის,...